საკირის ეკლესია – “მიწის საყდარი”

საკირის ეკლესია – “მიწის საყდარი” სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირის მიმდებარედ, საკირის ციხესთან მდებარეობს, ფერდობზე. ტაძარი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ჩრდილოეთის მხრიდან ნაშალ მიწას დაუფარავს, ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა “მიწის საყდარს” უწოდებს. იგი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენდა. ძეგლი ძალიან დაზიანებული სახითაა მოღწეული. უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთის ნავი, შუა და სამხრეთის ნავებისგან აფსიდების მცირე ფრაგმენტებია გადარჩენილი. სამივე ეკლესია აფსიდალურია. ნავების დარბაზები გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, აფსიდები კი – კონქით. მთავარ და ჩრდილოეთის ნავს შორის, კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, გაჭრილია კარი. როგორც ჩანს ეკლესიას დასავლეთით კამარით გადახურული მინაშენი ჰქონია. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. პერანგი მხოლოდ შუა ნავის აფსიდის მცირე ნაწილშია შემორჩენილი, როგორც ჩანს ნაგებობა უხეშად დამუშავებული ქვით ყოფილა მოპირკეთებული.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *