ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი იმერეთის მხარეში, ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. იგი 1003 წლით თარიღდება. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი მოცემულია ნაგებობის ჩრდილოეთის სარკმელთან განთავსებულ წარწერაში: “ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”. თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის. ეს წარწერა არის საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუში. ბაგრატის ტაძარს თავისი მხატვრული Read more

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნივიპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარეობს. იგი კირქვის, 40 მეტრის სიმაღლის, სვეტისებრ კლდოვან მასას წარმოადგენს, რომლის თავზეც მცირე ზომის სამონასტრო კომპლექსია განლაგებული. სვეტის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვადრატული მეტრია. ვახუშტი ბატონიშვილი სვეტის შესახებ წერს: “ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ  Read more

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ჭიათურიდან მონასტრამდე მიემართება ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის ავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურად გამოკვეთილ გვირაბში შესვლა. გვირაბის გადახურვა საყრდენი თაღებითაა შემაგრებული. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის ნავებიც ერთმანეთისგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ორივე ნავი აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით სრულდება. ნაგებობის ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით, დეკორატიული თაღებით, ჯვრებით, ჩუქურთმიანი კარნიზებით. ყურადღებას იქცევს შვერილი აფსიდის წახნაგებზე მოჩუქურთმებული ჯვრებისა და სარკმლების მონაცვლეობა. მღვიმევის ხუროთმოძღვარი სამთავისისეული დეკორის საინტერესო ინტერპრეტაციას აკეთებს, აქ ცენტრული კომპოზიცია (ვერტიკალურ ღერძზე განლაგებული ჯვარი, სარკმელი და რომბები) თითქოს დანაწევრებულია და გარდაქმნილია რიტმულ დეკორაციად. ტაძარში შემორჩენილია შემორჩენილია XIII საუკუნისა და XVI საუკუნის მოხატულობათა ფრაგმენტები, მათ შორის მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე მათგანი სწორკუთხაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მღვიმევის მღვიმეში გვხვდება საკმაოდ დიდი ნაღვენთი ფორმები.
მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ეკლესიის სახურავის აღმოსავლეთ კეხზე მოთავსებულია ვერძის თავის ბარელიეფი. ამ პატარა ტაძარს გამოარჩევს ექსტერიერის მოხატულობა, რომელიც ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება. საფასადო მოხატულობა საქართველოში, გარდა სვანეთისა, დიდი იშვიათობაა. ნაგებობას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში – ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.