ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს ციხე-გალავანს, სასახლეს, წმ. გიორგის ეკლესიას, მარანსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. მისი მშენებლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ უნდა იყოს აგებული. სასახლე XIX საუკუნის I ნახევარში აუგია Read more
კასპის ძეგლები
კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი
კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს. ძეგლი XVII საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს: გალავანს, ღვთისმშობლის ეკლესიასა და სამრეკლოს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ახალქალაქი Read more
ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)
ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა) შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს. ძეგლი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრისგან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ის მოსახლეობამ Read more
სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი
სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს XI საუკუნის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიას, სამრეკლოს, ეპიკოპოსის რეზიდენციას და გალავანს. იოანე ბატონისვილის მიხედვით (“კალმასობა”), სამთავისში პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასალს აუგია: “ვახტანგ გორგასლან, მეფემან საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, Read more