ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა) შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს. ძეგლი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრისგან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ის მოსახლეობამ უახლოეს წლებში აღმოაჩინა, გაწმინდეს და აშენებაც დაიწყეს, ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. როგორც შემორჩენილი ნაშთებიდან ირკვევა, ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ტაძარი ნაგებია ზედაპირმოსწორებული ნატეხი ქვით დუღაბზე. ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ხოვლეს აკვედუკი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *