ხოვლეს აკვედუკი “ქვახიდა” შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. “ქვახიდა” წყალსატარ ხიდურ ნაგებობას წარმოადგენს, მის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო და წყალი მდინარის მეორე მხარეს გადაჰყავდა. ნაგებობის ცენტრალური მალი შეისრული მოხაზულობისაა, გვერდითა თაღები კი – ნახევარწრიული. თაღებს შორის ერთი წრიული ღიობია გაჭრილი. ხოვლეს აკვედუკი “ქვახიდა” ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. ძეგლი აღდგენილია.