
ვაჩნაძიანის სამება კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ახლოს მდებარეობს, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის კომპლექსიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით, მთის წვერზე. ტაძრიდან შესანიშნავი ხედები იშლება ალაზნის ველსა და კავკასიონზე. ძეგლი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ინტერიერში ფრაგმენტული სახით შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ე.წ. ხალხური მხატვრობა. ეკლესია დამჯდარი პროპორციებით, სისადავითა და გარკვეული ინდივიდუალური ნიშნებით ხასიათდება. ვაჩნაძიანის სამება გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია დარბაზულ Read more




