ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქსანთან ახლოს. ძეგლი, სამშენებლო წყობისა და არქიტექტურული ფორმების მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებელი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი — მცირედ შეისრული, კვერცხისებრი ფორმის თაღით. არქიტრავადაც დაუმუშავებელი ქვაა Read more →

წეროვნის სამება

წეროვანის სამება

წეროვნის სამება

წეროვანის სამება (წეროვანის სამების ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარეობს. იგი, სტილისტური ანალიზის საფუძველზე, XI საუკუნის I მესამედით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი ორია — სამხრეთითა და ჩრდილოეთით (ჩრდილოეთის შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია). დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში Read more →

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი

სამთავროს არქიტექტურული კომპლექსი (სამთავროს მონასტერი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, გარკვეული პერიოდი აქ, “მაყვლოვანში”, უცხოვრია ქართლის გამაქრისტიანებელს, წმ. ნინოს. ამ ადგილას პირველი ტაძარი მირიან მეფემ ააგო IV საუკუნეში: “და წარვიდა მირეან მეფე და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა Read more →

მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუჩაანის მიმდებარედ, მთის წვერზე მდებარეობს. ძეგლი გარდამავალ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. კომპლექსი მოიცავს გალავანს, წმ. გიორგის ეკლესიას, საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ნაგებობები Read more →