პატარა კლდეისის ნამოსახლარი

პატარა კლდეისის ნამოსახლარი

პატარა კლდეისის ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კლდეისში მდებარეობს. ნამოსახლარი შუასაუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს, თუმცა აქ უფრო ადრეულ პერიოდებშიც უნდა ყოფილიყო მეგალითური კომპლექსი. ასეთი შემთხვევები ხშირად გვხვდება Read more

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი მოიცავს ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. გრაკლიან გორაზე გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთეხეველი. აქ მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. გრაკლიან გორაზე კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე გამოიყენებოდა და მსგავსი ექსპონატები მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი რანგის მუზეუმებს ამშვენებს. გრაკლიანის მხატვრული დეკორით შემკულ საკრალურ ღუმელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოვლენილი მასალებით დასტურდება, რომ აქ ცხოვრობდა კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც სავაწრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.