პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე) აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ციხე-ქალაქი მოიცავს ციტადელს, სასახლეს, ეკლესიებს, აბანოებს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ციხის ამჟამად არსებულ ნაგებობათა უადრესი ფენა VI საუკუნით თარიღდება, თუმცა შეინიშნება უფრო ადრეული ფენის კვალიც. ძეგლზე განირჩევა ასევე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ფენებიც. ციხე-სიმაგრის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, გვაქვს ბიზანტიელ ისტორიკოსთა ცნობები, რომლებიც ძირითადად VI საუკუნის შუა ხანების ამბებს შეეხება. პროკოპი კესარიელი პეტრას ციხის შესახებ წერს: “პეტრა Read more →

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში იხსენიება.  ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად მიიჩნევს. Read more →

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. Read more →

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში. იგი ერთ-ერთი ძლიერი და სტრატეგიული ციხე იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ციხის ამგებისა და აგების თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. წყაროებში იგი პირველად ბაგრატ III-ის პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება, თუმცა Read more →