
დავით გარეჯის კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – დავით გარეჯელმა დაარსა VI საუკუნის I ნახევარში. მამა დავითი თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან, ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ერთ პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი. Read more






