ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა, სოფელ სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, სადაც ამჟამად სიონის წყალსაცავია. ძეგლი 1948 წელს აღმოაჩინეს. 1951 წელს, წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ Read more
თბილისი
კოჯრის ციხე (აზეულას ციხე)
კოჯრის ციხე (იგივე აზეულას ან ქოროღლის ციხე) თბილისში, დაბა კოჯორში მდებარეობს, აზეულას მთის წვერზე, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. ციხე-სიმაგრიდან ულამაზესი ხედები იშლება. ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში განტვირთვისთვის, პიკნიკისთვის. ლამაზი ტყე, მრავალფეროვანი ფლორა, სასიამოვნო ნიავით ავსებული მინდვრები, თვალუწვდენი სივრცეები და უდიდესი ისტორიის Read more
ბეთანიის მონასტერი
ბეთანიის მონასტერი თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში მდებარეობს, მდინარე ვერეს ხეობაში. იგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში საეტაპო ძეგლია, ამ პერიოდის ძეგლებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი…) საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური სახე. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. დღევანდელი ტაძრის ადგილას Read more
თრელიგორების ნასახლარი
თრელიგორების ნასახლარი მდებარეობს თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის დასავლეთით და 1.5კმ-ზეა გადაჭიმული. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ აღინიშნება ჩვ.წ.მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. თრელიგორების პირველი მოსახლენი იყვნენ ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები. მეცნიერთა აზრით, თრელიგორების ნასახლარის მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიური ობიექტები აღნიშნული კულტურის უადრეს პლასტადაა მიჩნეული. 2015 წლის საველე კვლევის შედეგად გორის თხემზე დასტურდება ოთხი სამშენებლო პერიოდი. აღმოჩენილი კერამიკული მასალები ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება. თრელიგორების ნასახლართან ახლოს თრელის სამაროვანი მდებარეობს, სადაც 200-მდე სამარხი გაითხარა. შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ადასტურებს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები კავკასიაში ყველაზე დიდი დასახლება იყო. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებულია ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით, კავკასიაში მხედრის უადრესი გამოსახულებაა. ამავე სამარხში აღმოჩენილია ფოლადის დანა, რაც ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობას ცხადყოფს.