ჯუთა – აბუდელაურის ტბები

ჯუთა – აბუდელაურის ტბები

ხევი და ხევსურეთი, ორი ულამაზესი კუთხე, მუდმივად იზიდავს მოგზაურებს და თავგადასავლების მაძიებლებს. საქართველოს ორი განსაკუთრებულად პოპულარული სალაშქრო ადგილი ჯუთის ჭაუხი და აბუდელაურის ტბებია. ორივე მათგანის ერთ მარშრუტში გაერთიანება კი ზღაპრულად და დაუჯერებლადაც ჟღერს. თუმცა ეს ის ზღაპარია, რომელიც შეგიძლიათ რეალობად აქციოთ. ჯუთა – აბუდელაურის ტბების ბილიკი სოფელ ჯუთაში იწყება და ჭაუხის უღელტეხილით გადადის Read more

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში იხსენიება.  ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად მიიჩნევს. Read more

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. Read more

გველეთი

გველეთის ჩანჩქერები

გველეთი

გველეთის ჩანჩქერები მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთში მდებარეობს, დაბა ყაზბეგიდან 7 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა. გველეთში ორი ჩანჩქერია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთი უფრო პატარა, მეორე დიდი. სოფელში კიდევ ერთი Read more