ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი იმერეთის მხარეში, ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. იგი 1003 წლით თარიღდება. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი მოცემულია ნაგებობის ჩრდილოეთის სარკმელთან განთავსებულ წარწერაში: “ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”. თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის. ეს წარწერა არის საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუში. ბაგრატის ტაძარს თავისი მხატვრული Read more →

ალავერდი

ალავერდი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი Read more →

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს და XI საუკუნით, 1010-1029 წლებით თარიღდება. ის ერთ-ერთია საქართველოს ოთხ დიდ კათედრალთაგან, რომლებიც X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის I ნახევარში აიგო: ოშკი, ბაგრატი, ალავერდი, სვეტიცხოველი. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, კათედრალი დგას ქრისტეს კვართის საფლავზე. სვეტიცხოვლის ამჟამინდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია Read more →