ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ტაძარი ხვამლის მთის თავზე, სამხრეთი კალთის პირას დგას. კომპლექსი შედგება XI-XIII საუკუნეების ნაეკლესიარის, 1910 წელს აგებული ტაძრის, გალავნისა და სენაკებისგან. ძველი ეკლესიისგან მხოლოდ კონტურებიღაა შემორჩენილი. Read more

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)

პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე) აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ციხე-ქალაქი მოიცავს ციტადელს, სასახლეს, ეკლესიებს, აბანოებს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ციხის ამჟამად არსებულ ნაგებობათა უადრესი ფენა VI საუკუნით თარიღდება, თუმცა შეინიშნება უფრო ადრეული ფენის კვალიც. ძეგლზე განირჩევა ასევე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ფენებიც. ციხე-სიმაგრის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, გვაქვს ბიზანტიელ ისტორიკოსთა ცნობები, რომლებიც ძირითადად VI საუკუნის შუა ხანების ამბებს შეეხება. პროკოპი კესარიელი პეტრას ციხის შესახებ წერს: “პეტრა Read more

ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი ანტიკური ხანის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე. ნაქალაქარი ძვ.წ. II – ახ.წ. VIII საუკუნეებით თარიღდება. იგი ქალაქ ძალისასთან იდენტიფიცირდება, რომელსაც II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს. ქალაქმა განვითარების უმაღლეს დონეს Read more

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი განლაგებულია სოფელ სამშვილდის მახლობლად, მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. სამშვილდის ნაქალაქარს უძველესი ისტორია აქვს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და Read more