ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულები (კლდის სოფლები)

ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულები (კლდის სოფლები)

ნახიდურისა და თავგურგალას გამოქვაბულები (კლდის სოფლები) ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურთან მდებარეობს, ხრამის ხეობაში. კლდეში ნაკვეთი კომპლექსები დიდ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა მათ უმრავლესობაში შესვლა დღესდღეობით სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. მსგავსი სოფლები ქვემო ქართლში მრავლად გვხვდება, მაშავერას და ზურტაკეთის და ა.შ. ნახიდურისა და თავგურგალას კლდის სოფლები ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ეტაპზე Read more

მუცო

მუცო

მუცო

მუცო ისტორიული ციხე-სოფელია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს, მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში. იგი უძველესი დროიდან ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემასა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ სადარაჯო სიმაგრეს წარმოადგენდა. მუცო უძველესია ხევსურეთში შემორჩენილ ნასახლართაგან. 1769 წელს იგი გადაუწვავთ და დაუნგრევიათ, 1820 წელს შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ კი ციხე-სოფელში სიცოცხლე ფაქტობრივად სამუდამოდ ჩაკვდა. Read more

შატილი

შატილი

შატილი

შატილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლია. შატილი საუკუნეების განმავლობაში იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე-ქალაქებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული. ძეგლი შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა მის მიდამოებში მდებარე ნამოსახლარები ძვ.წ 2000 წლის და უფრო ადრეული პერიოდებისაა. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. კომპლექსი შედგება ციხე-სახლების, კოშკური საცხოვრებლების, კალოიანი სახლების, საფიხვნოს, სამრევლოსა და საბძლურისაგან. Read more

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ეს არის მდინარე თერგის ხეობა თრუსოს უღელტეხილიდან სოფელ კობამდე (25კმ).ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა, სოფელ კობთან. ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. ფართოდაა გავრცელებული მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები. თრუსოს ხეობის სოფლებია: აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კართსოფელი, კეტრისი, კობი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუათისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა. მუდმივი მცხოვრები მხოლოდ ორ სოფელშია. აბანოს მინერალურ ტბასა და თრუსოს ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია თრუსოს ნასოფლარების ციხე-კოშკები, საცხოვრისები და რელიგიური დანიშნულების ძეგლები. თრუსოს ხეობის ძეგლებიდან განსაკუთრებით ცნობილია ზაქაგორის ციხე. თრუსოს ხეობიდან მოხვდებით ყელიწადის ტბაზეც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ეგზოტიკური და გასაოცარი ადგილია.
XIV ს. დასაწყისში ვახტანგ III-მ ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს დამსახურებისათვის სხვა მამულებთან ერთად თრუსოს ხეობა უწყალობა. XVI–XVIII სს-ში ხეობა არაგვის ერისთავების მფლობელობაში იყო, XIX ს-ში  შედიოდა ანანურის, ხოლო შემდეგ დუშეთის მაზრების შემადგენლობაში. აქ უძველესი მოსახლეობა ქართულია (წანარები). XIII–XV სს-ში თრუსოში სახლობდნენ დვალები, რომელთა ნაწილი XVII–XVIII სს-ში შეერწყა მოსულ ოსურ მოსახლეობას.

გაითვალისწინეთ: ზაქაგორის ციხის მიღმა სოფლებში გადასვლა მხოლოდ სპეციალური საშვითაა შესაძლებელი.