
გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად მიიჩნევს. Read more






