ფიტარეთის მონასტერი

ფიტარეთის მონასტერი

ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიტარეთთან ახლოს მდებარეობს. იგი XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდშია აგებული და 1213-1222 წლებით თარიღდება. ძეგლი ბეთანია-ქვათახევის ეკლესიათა ხუროთმოძღვულ ტიპს განეკუთვნება. ჰარმონიული, დამჯდარი, მიწასთან შეზრდილი პროპორციები, სიხალვათე და ნათელი შიდა სივრცე Read more

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი ღვთისმშობლის ტაძარს, გალავანს, კოშკებსა და სამრეკლოს მოიცავს. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღადგინეს მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტიანი სამკაულები. ტაძრის თავისებურებას Read more

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე. იგი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. სწორედ გელათის ტაძარის შესასვლელშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. Read more

ალავერდი

ალავერდი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი Read more