საღამოს ეკვდერიანი ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი ყურადღებას იქცევს აზიდული, დახვეწილი პროპორციებით, ლამაზი წყობითა და საინტერესო, ინდივიდუალური რელიეფური მორთულობით. საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძარი დარბაზულ Read more →

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მთის წვერზე. იგი VI-VII საუკუნეებშია აგებული, XI-XIV საუკუნეებში კი განუახლებიათ. იიციხის ეკლესია შიდა ქართლის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. ნაგებობა დამჯდარი, გაწონასწორებული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია შუა საუკუნეების კანკელი და მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, მინაშენის კამარა Read more →

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების განაპირას მდებარეობს. ანსამბლის ძირითადი ნაწილი IX-XI საუკუნეებს მიეკუთვნება (არის Read more →

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამადაანებთან მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს დარბაზულ ეკლესიებს, სამრეკლოსა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. მთავარი ნაგებობა Read more →