ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე

ბირთვისის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ალგეთის ხეობაში. იგი ერთ-ერთი ძლიერი და სტრატეგიული ციხე იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ციხის ამგებისა და აგების თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. წყაროებში იგი პირველად ბაგრატ III-ის პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება, თუმცა Read more

მუცო

მუცო

მუცო

მუცო ისტორიული ციხე-სოფელია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს, მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში. იგი უძველესი დროიდან ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემასა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ სადარაჯო სიმაგრეს წარმოადგენდა. მუცო უძველესია ხევსურეთში შემორჩენილ ნასახლართაგან. 1769 წელს იგი გადაუწვავთ და დაუნგრევიათ, 1820 წელს შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ კი ციხე-სოფელში სიცოცხლე ფაქტობრივად სამუდამოდ ჩაკვდა. Read more

შატილი

შატილი

შატილი

შატილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლია. შატილი საუკუნეების განმავლობაში იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე-ქალაქებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული. ძეგლი შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა მის მიდამოებში მდებარე ნამოსახლარები ძვ.წ 2000 წლის და უფრო ადრეული პერიოდებისაა. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. კომპლექსი შედგება ციხე-სახლების, კოშკური საცხოვრებლების, კალოიანი სახლების, საფიხვნოს, სამრევლოსა და საბძლურისაგან. Read more

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი განლაგებულია სოფელ სამშვილდის მახლობლად, მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. სამშვილდის ნაქალაქარს უძველესი ისტორია აქვს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და Read more