არმაზის მონასტერი

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

არმაზის მონასტერი

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით. იგი XII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, შესასვლელი დასავლეათიდანაა. ტაძარს დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით – მინაშენი, კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. Read more

არმაზის ციხე

არმაზის ციხე

არმაზის ციხე

არმაზის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით. ციხე XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. იგი მაღალ, მიუვალ კლდოვან ქედზე დგას, სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილას. არმაზის ციხე ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, თუმცა კოშკი Read more

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს. “მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით, წილკანში პირველი ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების საწყის პერიოდშივე აიგო, ბაკურ II-ის მიერ (ბაკურ რევის ძე. IV ს-ის II ნახევარი) : “ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა Read more

არმაზციხე

არმაზციხე (ბაგინეთი)

არმაზციხე

არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე. არმაზციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მცხეთის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო არმაზციხე ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ნაქალაქარიდან სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრისა და მცხეთის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: – “ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა… და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი” სახელწოდება “არმაზციხე” ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან). არმაზციხის გათხრებისას აღმოჩენილია უნიკალური ნაკეთობები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.