საღამოს ეკვდერიანი ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი ყურადღებას იქცევს აზიდული, დახვეწილი პროპორციებით, ლამაზი წყობითა და საინტერესო, ინდივიდუალური რელიეფური მორთულობით. საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძარი დარბაზულ Read more

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მთის წვერზე. იგი VI-VII საუკუნეებშია აგებული, XI-XIV საუკუნეებში კი განუახლებიათ. იიციხის ეკლესია შიდა ქართლის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. ნაგებობა დამჯდარი, გაწონასწორებული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია შუა საუკუნეების კანკელი და მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, მინაშენის კამარა Read more

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი)

არხალის კომპლექსი (კვირიას/დულუზაურების კომპლექსი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების განაპირას მდებარეობს. ანსამბლის ძირითადი ნაწილი IX-XI საუკუნეებს მიეკუთვნება (არის Read more

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი

მამადაანების კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამადაანებთან მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს დარბაზულ ეკლესიებს, სამრეკლოსა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. მთავარი ნაგებობა Read more