
იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მთის წვერზე. იგი VI-VII საუკუნეებშია აგებული, XI-XIV საუკუნეებში კი განუახლებიათ. იიციხის ეკლესია შიდა ქართლის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. ნაგებობა დამჯდარი, გაწონასწორებული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია შუა საუკუნეების კანკელი და მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, მინაშენის კამარა Read more






