ჭივჭავის მენჰირი

ჭივჭავის მენჰირი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თეთრიწყაროდან სოფელ ჭივჭავისკენ მიმავალი გზის ნაპირას, ნადარბაზევის გადასახვევთან ახლოს. იგი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. IV-II ატასწლეულები) საკულტო დანიშნულების ქვა-სვეტს წარმოადგენს და მეგალითურ კულტურას მიეკუთვნება. ჭივჭავის მენჰირის სიმაღლე დაახლოებით 210 სმ-ა. ის ვერტიკალურად მდგარი ბუნებრივი ფორმის მონოლითია (დღეისათვის ნახევრად დაწვენილ მდგომარეობაშია). მენჰირის ერთ მხარეს რელიეფური გამოსახულებაა გამოკვეთილი, რომელთან დაკავშირებითაც მკვლევართა აზრი იყოფა, ნაწილი ფიქრობს რომ აქ ფალიკური სიმბოლოა გამოსახული და მონოლითი ნაყოფიერების კულტს უკავშირდება, ნაწილი კი მას ვეშაპის ფანტასმაგორიულ გამოსახულებად მიიჩნევს და თევზის კულტს უკავშირებს. გარდა ამ რელიეფისა, მონოლითზე ამოკვეთილია სხვადასხვა ზომის ღრმულები. ჭივჭავის მენჰირის მსგავსი რელიეფი გვხვდება მურჯახეთის მენჰირზეც

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *