ნაქალაქევის ქარვასლა

ნაქალაქევის ქარვასლა

ნაქალაქევის ქარვასლა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს, ხერთვისიდან ვარძიისკენ მიმავალ გზაზე. ძეგლი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმაში კუთხეებმომრგვალებული ხუთკუთხედის ფორმისაა. ქარვასლა ორსართულიანი ყოფილა, რაზეც სამხრეთ კედელში, II სართულის დონეზე გაჭრილი სწორკუთხა შესასვლელი მეტყველებს. აღმოსავლეთის კედელში სხვადასხვა დონეზე გაჭრილი პატარა სარკმლებია განლაგებული. სართულშუა გადახურვა შემორჩენილი არ არის. შენობის შიდა გეგმარება არ იკითხება. ქარვასლაში აღმოსავლეთის გარღვეული კედლიდან და სავარაუდოდ, შესასვლელი ღიობიც სწორედ აქ იყო გაჭრილი. პირველი სართულის კედლები, მეორე სართულთან შედარებით, უფრო სქელია და საყრდენ თაროს წარმოქმნის. ქარვასლის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვის ირეგულარური წყობით და შელესილი ყოფილა კირით. ნალესობა შემორჩენილია ფრაგმენტულად.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *