გარეჯის შავი სენაკები

გარეჯის შავი სენაკები ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი მონასტერი. ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით გარეჯის მონასტრების ნაწილი საგარეჯოშია, ნაწილი – გარდაბანში, ნაწილი კი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კომპლექსი VI-XIII საუკუნეების ფარგლებშია გამოკვეთილი. შავი სენაკების შესახებ ისტორიულად ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვაბული. როგორც ჩანს, აქ თავიდანვე მომცრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. სენაკებში შესვლა დამხმარე აღჭურვილობის გარეშე ვერ ხერხდება. ჩანს, რომ ქვაბები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. კვეთის და მოწყობის სტრუქტურა იგივეა, რაც გარეჯის სხვა მონასტრებში. შავ სენაკებს, გარეჯის სხვა მონასტრების მსგავსად, ამ ტერიტორიაზე განლაგებული საბჭოთა სამხედრო პოლიგონი სამიზნედ იყენებდა. კომპლექსთან მიმოფანტულია ჭურვების ფრაგმენტები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *