ურბნისის ბაზილიკა (ურბნისის წმ. სტეფანეს ტაძარი, ურბნისის სიონი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება და ადრეული შუა საუკუნეების დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ტაძარი ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. ნაგებობას რამდენიმე წარწერა აქვს შემორჩენილი, რომელთა შორის უადრესია ჩრდილოეთ კედელზე შემთხვევითად მოხვედრილი V-VI საუკუნეთა მიჯნის საამშენებლო წარწერა: “უფალო, იესუ ქრისტე, კონსტანტი, მამა მიქელ შეიწყალენ ამის სიონისა მაშენებელნი”. კონსტანტისა და მიქელის Read more
ქარელის ძეგლები
ორთუბნის ციციშვილების აბანო
ორთუბნის ციციშვილების აბანო (მძოვრეთის ციციშვილების აბანო) შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება. აბანო აღმოსავლური ტიპისაა და გვიანი შუა საუკუნეების ამ ტიპის ნაგებობათადან ერთ-ერთი კარგად შემონახული ნიმუშია. ძეგლი ყურადღებას იქცევს Read more
საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში მდებარეობს. იგი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება Read more