ვარდისჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

ვარდისჭალის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანში მდებარეობს. ნაგებობას ეტყობა გვიანდელი, ბერძნების მიერ განხორციელებული და თანამედროვე გადაკეთების კვალი. იგი დარბაზული ეკლესიაა, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. სამხრეთის მინაშენს თაღოვანი შესასვლელი აქვს, თავად ეკლესიას არქიტრავული. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. სარკმელი მინაშენსაც აქვს. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე გადაკეცილკიდეებიანი თავსართი და ჯვრის რელიეფია განთავსებული. ასეთივე რელიეფური ქვა ჩართულია იგივე ფასადის ჩრდილოეთ კიდეში, თავიდან ისიც სარკმლის სათაური უნდა ყოფილიყო და მოგვიანებით გადააადგილეს. გვხვდება სხვა დეტალებიც, რომლებსაც აშკარად ეტყობა მოგვიანო ცვლილების კვალი. ტაძარს ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *