
ტესტი: გამოიცანით ძეგლი ძველი ფოტოებისა და მინიშნებების საშუალებით
გამოიცანით ძველი ფოტოების მიხედვით ძეგლები, რომლებიც ამჟამად უკვე სხვაგვარად გამოიყურებიან (ზოგი აღდგენილი და რესტავრირებულია, ზოგიერთი კი მეტად დაზიანდა დროთა განმავლობაში).


გამოიცანით ძველი ფოტოების მიხედვით ძეგლები, რომლებიც ამჟამად უკვე სხვაგვარად გამოიყურებიან (ზოგი აღდგენილი და რესტავრირებულია, ზოგიერთი კი მეტად დაზიანდა დროთა განმავლობაში).


ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი Read more




ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდებს მეზოლითური ხანიდან ახ.წ. XVII საუკუნის ჩათვლით. ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უჭირავს. მდინარე გერიაკ-ჩაისა და მდინარე ბაშკოვ-სუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეული კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი გადაკეტილია მძლავრი „ციკლოპური” კედლით. Read more