ფოლადაურის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურთან მდებარეობს, ბერდიკის ციხესთან ახლოს, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ძეგლი მიეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით შებრტყელებული აფსიდით. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, არქიტრავული. Read more
