სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. იგი VII საუკუნის I მესამედით თარიღდება და ადრეული შუასაუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. იგი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს სისადავით, დახვეწილობით, უნაკლო პროპორციებით, შესრულების Read more

წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი შიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში მდებარეობს. იგი 626-634/35 წლებით თარიღდება. “წმინდა რაჟდენის მარტვილობის” მიხედვით, V საუკუნეში წრომში მოუკლავთ წამებით ვახტანგ გორგასლის მეუღლის გამზრდელი რაჟდენი: “…წრომს, სადა იგი იყო დაკრძალული მრავალ მოღუაწე იგი გუამი ღუაწლით შემოსილისა მის მოწამისა. …და წარიღეს ნიქოზს, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა მისვე მეფისა ვახტანგის მიერ აღშენებულსა”. აღნიშნულ ცნობას ადასტურებს Read more

ქვათახევი

ქვათახევი

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ის დაშორებით. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. ქვათახევის Read more

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში , სოფელ დიდ ატენში მდებარეობს. იგი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით მარტივ, თანაბარმკლავიან  “თავისუფალ ჯვარს” წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში ეკლესია განაახლა და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, მხოლოდ X საუკუნეში ზოგან ჩაუსვამთ მომწვანო ტუფი და ტუფისავე თლილი კვადრებით მოუპირკეთებიათ გუმბათიც. ეს პატარა ეკლესია კოხტა პროპორციებით ხასიათდება. შესამჩნევია ფორმათა დაგრძელება, თუკი ნაგებობის სიმაღლესა და სიგანეს შევადარებთ. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი აფსიდით სრულდება. ყოველ მკლავში თითო სარკმელია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, ოთხი სარკმლით. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ზრდის. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, ორი საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩაუსვამთ მომწვანო ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ზოგადად, ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას, მის ცხოველხატულ იერს ძირითადად რიყის ქვის წყობა ქმნის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ლორფინით.