შინდისის ციხე-გალავანი

შინდისის ციხე-გალავანი

შინდისის ციხე-გალავანი

შინდისის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. ციხეს გეგმაში მართკუთხა მოხაზულობა აქვს და რიყის ქვითაა ნაგები, გამოყენებულია აგურიც. დასავლეთით ფართო, თაღოვანი Read more

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლშიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. კომპლექსი მოცავს სამ სხვადასხვა პერიოდის ნაგებობას, ესენია: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო და საეპისკოპოსო სასახლე. ანსამბლის მთავარი ნაგებობა გუმბათოვანი ტაძარია. პირვანდელი ეკლესია, რომელიც სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, V საუკუნით თარიღდება, თუმცა იგი მოგვიანებით Read more

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. წარწერის თანახმად, ეკლესია მიქაელ ეპისკოპოსს აუგია: “ქ. ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაჲთ)ა მე მ(ი)ქ(აე)ლ ნ(ი)ქ(ო)[ზ](ე)ლ [ე]ბჲსსკ(ოპო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე წ(მიდა)ჲ ეკლ(ე)ს(ია)ჲ რ(ომე) არს სახლი ღ(მრთი)ს(ა)ჲ და Read more

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში , სოფელ დიდ ატენში მდებარეობს. იგი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით მარტივ, თანაბარმკლავიან  “თავისუფალ ჯვარს” წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში ეკლესია განაახლა და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, მხოლოდ X საუკუნეში ზოგან ჩაუსვამთ მომწვანო ტუფი და ტუფისავე თლილი კვადრებით მოუპირკეთებიათ გუმბათიც. ეს პატარა ეკლესია კოხტა პროპორციებით ხასიათდება. შესამჩნევია ფორმათა დაგრძელება, თუკი ნაგებობის სიმაღლესა და სიგანეს შევადარებთ. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი აფსიდით სრულდება. ყოველ მკლავში თითო სარკმელია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, ოთხი სარკმლით. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ზრდის. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, ორი საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩაუსვამთ მომწვანო ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ზოგადად, ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას, მის ცხოველხატულ იერს ძირითადად რიყის ქვის წყობა ქმნის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ლორფინით.