
ბებრის ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ IV საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით ბებრის ციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო. მას უძველეს დროს ბელტა ერქვა. ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ისტორიულ წყაროებში ბებრის ციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის Read more






