მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი - "მარიამწმინდა"

მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი – “მარიამწმინდა”

მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი - "მარიამწმინდა"

მუხროვანის ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი – “მარიამწმინდა” კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში მდებარეობს. იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ანსამბლის ეკლესიაში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. არსებობს ვარაუდი, რომ მუხროვანის კომპლექსი უდაბნოს მრავალმთის სამონასტრო სისტემაში შედიოდა. ანსამბლი მოიცავს Read more

საღამოს ეკვდერიანი ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი ყურადღებას იქცევს აზიდული, დახვეწილი პროპორციებით, ლამაზი წყობითა და საინტერესო, ინდივიდუალური რელიეფური მორთულობით. საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძარი დარბაზულ Read more

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მთის წვერზე. იგი VI-VII საუკუნეებშია აგებული, XI-XIV საუკუნეებში კი განუახლებიათ. იიციხის ეკლესია შიდა ქართლის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. ნაგებობა დამჯდარი, გაწონასწორებული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია შუა საუკუნეების კანკელი და მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, მინაშენის კამარა Read more

ოფრეთის ციხე

ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე)

ოფრეთის ციხე

ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე) ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთთან ახლოს მდებარეობს, შულავრისხევის ზემო წელზე. ამჟამად იგი სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. ძეგლი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება, რაზეც მისი მშენებლობის ტექნიკა და ციხის ეკლესიის ნალისებრი აფსიდი მეტყველებს. ოფრეთის ციხე-სიმაგრე (ჩახლაბერდის ციხე) Read more