ჩაბანოს კომპლექსი

ჩაბანოს კომპლექსი

ჩაბანოს კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაბანოში მდებარეობს, მთის ფერდობზე. იგი XV-XVI საუკუნეების ძეგლია და ეკლესიას, კოშკსა და გალავანს მოცავს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც Read more

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეშიმცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. Read more

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში იხსენიება.  ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად მიიჩნევს. Read more

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. Read more