ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს, ბიეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და ქვის თაღოვან ხიდს წარმოადგენს. ხიდი მცირე ზომისაა და შეისრული მოხაზულობის თაღი ექვს, მისი სავალი ნაწილი ბრტყელია. ჩანს აქ მდინარე მიედინებოდა, თუმცა დღესდღეობით კალაპოტი თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, თაღისთვის გამოყენებულია დამუშავებული ქვები.