იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მდებარეობს. იგი VI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობათა ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშია. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – ერელაანთ საყდარი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. იდლეთის ნათლისმცემელს, მსგავსად აღნიშნული ძეგლებისა, დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ძეგლის უმთავრეს თავისებურებას ოთხწახნაგა გუმბათის Read more

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ტაძარი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა აქ მონასტერი VI საუკუნეში დაუარსებია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს – თადეოზ (თათე) სტეფანწმინდელს. იგი წლევის მთაზე, მღვიმეში Read more

ციხიაგორა

ციხიაგორა

ციხიაგორა შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში მდებარე ნამოსახლარია. ძეგლი ოთხ კულტურულ-ქრონოლიგიურ ფენას მოიცავს: ადრე ბრინჯაო, შუა ბრინჯაო, გვიან ბრინჯაო და ანტიკური. ნამოსახლარი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის Read more

სამთავისი

სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი

სამთავისი

სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს XI საუკუნის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიას, სამრეკლოს, ეპიკოპოსის რეზიდენციას და გალავანს. იოანე ბატონისვილის მიხედვით (“კალმასობა”), სამთავისში პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასალს აუგია: “ვახტანგ გორგასლან, მეფემან საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, Read more