
წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის (დაშბაშის) ცენტრში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ეკლესიას Read more


წალკის ახალქალაქის (დაშბაშის) ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის (დაშბაშის) ცენტრში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ეკლესიას Read more


ჩაჟაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მდებარე სოფელია. სახელი ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ „ცხენი“). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა. სოფელი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარეობს. ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი. სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესია. ეკლესია X საუკუნისაა და წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გეგმით მართკუთხა ქვის მცირე ზომის ნაგებობაა, ინტერიერში ქვისავე კანკელია. სოფელში დგას მაცხოვრის XI-XII საუკუნეების ეკლესია, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავანი. ნაშენია ქვით და აქვს ქვისავე კანკელი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. ჩაჟაშის ეკლესიას აქვს ფრესკა გარე ფასადზე, რაც საქართველოში მხოლოდ სვანეთშია დაფიქსირებული. ფრესკაზე ასახულია მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ სცენები. ეკლესია მოხატულია, საკურთხევლის კონქში გამოსახული არის ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე — ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე — ამაღლება, ფერისცვალება და სხვ.


თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადთან (ყოფილი თაქ-ქილისა), მდინარე ქციის მარჯვენა შენაკადის – მდინარე ავდრის ხევის ხეობაში მდებარეობს. გამოსახულებები მეზოლითური, ადრე და შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება. თრიალეთის პეტროგლიფები ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია. ამ მხატვრული კომპლექსის განხილვა საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, რათა თვალი მივადევნოთ სახვითი ფორმების აღმოცენებისა და მისი შემდგომი ევოლუციის გზას. პეტროგლიფებს პირველად XIX საუკუნეში ა. იოაკიმოვმა მიაკვლია. 1972 წელს კი თრიალეთის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ისინი ხელახლა აღმოაჩინა. ავდრის ხევის ხეობა ოთხი ფსევდოტერასისგან შედგება. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები აღმოჩნდა. პეტროგლიფები კლდის მასივზე პატარ-პატარა პანოებადაა დაჯგუფებული, სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც გვხვდება. აქ ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული: კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა. მრავლადაა გეომეტრიული ფიგურებიც: კვადრატული ბადეები, ჯვრები და გასხივოსნებული მზის გამოსახულებები. გვხვდება ასევე ადამიანთა ფიგურები (მშვილდ-ისრით) და მახეში გაბმული ცხოველებიც. სქემატური ხასიათის, უმეტესად სწორხაზოვანი გეომეტრიული შტრიხებით შექმნილი ნაკაწრი ნახატები ძლიერ მსგავსებას ავლენს ზურტაკეტის შუაბრინჯაოს ხანის ყორღანების ნიშნიან ქვებზე დაცულ გამოსახულებებთან. ნახატები მცირე ზომისაა, დაახლოებით 2,5 – 20 სმ შორის, ხაზები კი ძირითადად 1-2 მმ სიგანისა და სიღრმისაა. სქემატურად შესრულებულ, მარტივი ხერხებით გადმოცემულ ფიგურებში ოსტატურადაა დაჭერილი გამოსახულ არსებათა დამახასიათებელი ნიუანსები. თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და როგორც ჩანს, აქ მცხოვრები ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა. აქვე აღვნიშნავ, რომ თრიალეთის პეტროგლიფები საფრთხის ქვეშაა, რადგან კლდეები მუდმივად იშლება. ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
სოფელ განთიადს გაივლის ნინოწმინდის სამარშრუტო. ჩამოხვალთ მდ. ავდრის ხევის აბრასთან. აქდან კი ხელმარცხნივ, ხეობაში მიმავალი ბილიკით, დაახლოებით 750 მეტრის გავლის შემდეგ თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფების ქვემოთ აღმოჩნდებით. როდესაც დიდ თეთრ მილს მიუახლოვდებით კლდეებისკენ ამავალ, თვალით შესამჩნევ ბილიკსაც დაინახავთ, მაღლა ახვალთ და კლდეზე ამოკაწრულ გამოსახულებებსაც იპოვნით.


სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს XI საუკუნის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიას, სამრეკლოს, ეპიკოპოსის რეზიდენციას და გალავანს. იოანე ბატონისვილის მიხედვით (“კალმასობა”), სამთავისში პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასალს აუგია: “ვახტანგ გორგასლან, მეფემან საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, Read more