სვეტიცხოველი

ტესტი: საქართველოს ოთხი დიდი კათედრალი

სვეტიცხოველი

ტესტი: საქართველოს ოთხი დიდი კათედრალი

X-XI საუკუნეში საქართველოში იგება ოთხი დიდი კათედრალი (ბაგრატი, ოშკი, ალავერდი, სვეტიცხოველი), შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძეგლები. ამ ნაგებობებში აისახა ეპოქის მხატვრულ-არქიტექტურული ტენდენციები, თუმცა თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც გეგმარებით, ასევე დეკორატიული გადაწყვეტით და თითოეული ინდივიდუალურ ნამუშევარს წარმოადგენს.


ოშკის ფოტოების წყარო: გ. კალანდია - იმოგზაურე ტაო-კლარჯეთში, ფოტოგრაფი - გ. ჩანადირი

წოფის ციხე

წოფის ციხე

წოფის ციხე

წოფის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მდებარეობს. იგი შულავრის წყლისა და დებედის წყალგამყოფ უსახელო ქედის გაშიშვლებულ მარმარილოსებრი კირქვის კლდეზეა აღმართული. სიმაგრე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილასაა აგებული, იგი სხვა ციხეებთან ერთად, დმანის-ლორედან სომხეთისკენ მიმავალ გზას მეთვალყურეობდა. გეგმარების, ტოპოგრაფიისა და სამშენებლო ტექნიკის გათვალისწინებით ციხე VI საუკუნით Read more

წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი

წუღრუღაშენის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი და საყურადღებო ნიმუშია. წუღრუღაშენის ეკლესია ბეთანიაქვათახევის ტიპის ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა Read more

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მდებარეობს. იგი VI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობათა ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშია. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – ერელაანთ საყდარი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. იდლეთის ნათლისმცემელს, მსგავსად აღნიშნული ძეგლებისა, დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ძეგლის უმთავრეს თავისებურებას ოთხწახნაგა გუმბათის Read more