აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია

აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია

აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმში მდებარეობს. იგი ადრეული შუა საუკუნეების ძეგლია და VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის გარშემო საკმაოდ ვრცელი ძველი ნასოფლარია. აიაზმის ეკლესია ადრეული შუასაუკუნეების Read more

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ხასიათდება Read more

ავრანლოს მეგალითური ციხე-სიმაგრე

ავრანლოს მეგალითური ციხე-სიმაგრე

ავრანლოს (ისტორიული თეზი) მეგალითური ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მდებარეობს, მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 1640 მეტრზე. ძეგლი სხვადასხვა დროს აღწერილი აქვთ ექვთიმე თაყაიშვილს, ლეონ მელქისეთ-ბეგს და სხვებს. ავრანლოს ციხე ძვ. წ. I ათასწლეულით Read more

წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1506 მეტრზე, მდინარე ხრამის ხეობაში. იგი სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია და მისი წყლის ზედაპირის ფართობი 33,7 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე კი – 25 მ. წყალსაცავი საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით. წალკის წყალსაცავის გარშემო გაშენებულია ქალაქი წალკა და რამდენიმე სოფელი. გაშლილი სივრცეები და ლურჯად მოლივლივე წყალი ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ზამთარში წყალსატევი იყინება, ისე, რომ ზოგჯერ ყინულის სისქე 80 სმ-ს აღწევს და გაყინულ წყალზე სეირნობაც შესაძლებელია. წყლის ყველაზე დაბალი დონე თებერვალ-მარტშია, დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყალსაცავში მოიპოვება თევზი და განვითარებულია თევზის რეწვა. წალკის წყალსაცავი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო და მიმზიდველია. წალკის წყალსაცავის ქვეშ არის მოქცეული ყორღანული ველი, რომლის ნახვაც წყლის დონის კლებისას არის შესაძლებელი. წყალსაცავი ფარავს აგრეთვე ისტორიულ წალკას, რომელიც X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. წალკის წყალსაცავის მიმდებარედ შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები, როგორიცაა: წალკის წმ. დემეტრესა (VI ს) და იოანე ნათლისმცემლის (X ს) ეკლესიები, ძველი ხიდი ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვებით, ეძანის ბრინჯაოს ხანის გამოქვაბულები, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი და სხვა.