გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და გორაბერეჟოულის ბაღში დგას, რომლის გაშენება მიხეილ ერისთავმა წამოიწყო XIX საუკუნეში. პარკში გვხვდება იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: ფანქრის ხე, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა. რეზიდენცია გალავნით დაცულ საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზს წარმოადგენს. Read more

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარეობს. მონასტერი სამი ძეგლისგან შედგება: XIII-XIV საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, XVI საუკუნის ფერისცვალების გუმბათოვანი ტაძარი – “ზარზმა” და XVI საუკუნის სამრეკლო. შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს, ვახტანგ I გურიელმა გუმბათოვანი ეკლესია – „ზარზმა“ ააგო Read more

ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია

ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია

ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის II ნახევრის დარბაზული ნაგებობაა. ტაძარს გარეთ გამოსული ხუთწახნაგიანი აფსიდი აქვს. აბსიდი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, დარბაზი კი – ერთსაფეხურზე. აბსიდის სამ წახნაგზე თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია, ასეთივე სარკმელია გაჭრილი დასავლეთის კედელში. Read more

გურიის უდაბნოს მონასტერი

გურიის უდაბნოს მონასტერი

გურიის უდაბნოს მონასტერი

გურიის უდაბნოს მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში “გურიელის კარის მოძღვრად”, აგრეთვე “საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ” იხსენიება.
განსაკუთრებით საინტერესოა კლდეში ნაკვეთი ეკლესია. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ტაძარი მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. Read more