
გურიის უდაბნოს მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში “გურიელის კარის მოძღვრად”, აგრეთვე “საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ” იხსენიება.
განსაკუთრებით საინტერესოა კლდეში ნაკვეთი ეკლესია. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ტაძარი მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. Read more






