ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. XVI საუკუნის I ნახევარში ტაძარი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და ინტერიერი მოუხატავთ. მხატვრობა Read more

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების კუპელჰალეს ტიპის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ნაშთებს. ძეგლის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვაჩნაძიანის გუმბათოვანი ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. იგი ნათლად ასახავს Read more

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია) VIII საუკუნის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ში მდებარეობს, კახთუბნის ხეობაში. ის გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. Read more

უფლისციხე

უფლისციხე

უფლისციხე უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე. წერილობით წყაროებში იგი პირველად VII საუკუნეში იხსენიება, თუმცა ქალაქის ისტორია ბევრად უფრო ადრეული პერიოდებიდან იწყება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ძეგლთა ჯუფი. მთლიანობაში ნაქალაქარი მოიცავს ბრინჯაოს ხანის, რკინის ხანისა და შუასაუკუნეების ფენებს XV საუკუნემდე. Read more