არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში (ექვთიმე თაყაიშვილი)

არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში (ექვთიმე თაყაიშვილი)

არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს (ექვთიმე თაყაიშვილი)

440 გვერდი
გამოცემულია 1937 წელს

წიგნის სანახავად და გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

მესტია – ლალხორი – უშგული

მესტია – ლალხორი – უშგული

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, ეგზოტიკური და მიმზიდველი მხარეა. დათოვლილი მწვერვალები და ფერდობებს შეფენილი, სადარაჯოზე მდგომი სვანური კოშკები ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. აქ ყოველ ნაბიჯზე უნიკალურ კულტურულ ძეგლს ხვდები და გარშემორტყმული ხარ გრანდიოზული მწვერვალებით, ყვავილოვანი მინდვრებითა და უკიდეგანო, თვალწარმტაცი ხედებით. თუკი ხეტიალის მოყვარული ხართ და ფეხით სიარული არ გეზარებათ, სვანეთში უამრავ საინტერესო ადგილს Read more

სვანური ხელნაწერები და ხატები სვანეთის მუზეუმიდან

სვანური ხელნაწერები და ხატები სვანეთის მუზეუმიდან

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია (ლეხთაგის ლამარია) XIV-XV საუკუნეების ძეგლია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ უბანში, ლეხთაგში მდებარეობს. იგი ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ქვედა სართულიც სამ სათავსიანი სადგომია. მას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, საიდანაც თითქმის კვადრატულ ოთახში ვხვდებით. სწორედ ამ ოთახს ადგას თავზე ეკლესია. კვადრატული ოთახის სამხრეთ კედლიდან გავდივართ შედარებით წაგრძელებულ ოთახში. იგი კამარითაა გადახურული და მის ყველა კედელზე (ჩრდილოეთის გარდა) სარკმლებია. ეს ოთახი კი პირველი ოთახის უკან მდებარე მცირე სადგომს უკავშირდება. ამჟამად ძალზედ ძნელია ამ სამოთახიანი სათავსოს თავდაპირველი ფუნქციის განსაზღვრა. ლეხთაგის მაცხოვრის ეკლესიაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის, XV საუკუნის მოხატულობა. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ეხვევა ყრმას და მას ანგელოზები სცემენ თაყვანს. ტაძრის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ტაძრის აღმშენებელი დემეტრე ჩართოლანი და პირნათელ ჯაფარიძის ოჯახი.