გუდარეხის კოშკი

გუდარეხის კოშკი

გუდარეხის კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხში მდებარეობს, გუდარეხის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დასმულია კლდის ქანზე. როგორც ჩანს, გუდარეხის კოშკი Read more

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში , სოფელ დიდ ატენში მდებარეობს. იგი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით მარტივ, თანაბარმკლავიან  “თავისუფალ ჯვარს” წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში ეკლესია განაახლა და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, მხოლოდ X საუკუნეში ზოგან ჩაუსვამთ მომწვანო ტუფი და ტუფისავე თლილი კვადრებით მოუპირკეთებიათ გუმბათიც. ეს პატარა ეკლესია კოხტა პროპორციებით ხასიათდება. შესამჩნევია ფორმათა დაგრძელება, თუკი ნაგებობის სიმაღლესა და სიგანეს შევადარებთ. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი აფსიდით სრულდება. ყოველ მკლავში თითო სარკმელია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, ოთხი სარკმლით. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ზრდის. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, ორი საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩაუსვამთ მომწვანო ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ზოგადად, ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას, მის ცხოველხატულ იერს ძირითადად რიყის ქვის წყობა ქმნის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ლორფინით.

 

ჭაპალის ციხე

ჭაპალის ციხე

ჭაპალის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასთან მდებარეობს. იგი გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზეა აგებული და XI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ჭაპალის ციხე 1664 წლის საბუთში იხსენიება, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წელს იგი Read more

ხულუტის ციხე

ხულუტის ციხე

ხულუტის ციხე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. იგი XVII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ხულუტის ციხის აგების აგების შესახებ მისი თანადროული დოკუმეტი არ არსებობს, თუმცა ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში დაცული საბუთის მიხედვით, რომელიც ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანის მიერაა დაწერილი 1852 წელს, სიმაგრის აგებას ყაფლან ორბელიანს მიაწერენ. ალექსანდრე ორბელიანი Read more