შიომღვიმის მონასტერი (შიომღვიმე) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, VI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, შიო მღვიმელმა დაარსა VI საუკუნის შუა ხანებში. თავდაპირველად მან გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება: “…დასავლით კერძ დედაქალაქსა მცხეთასა, და პოვა ჴევი ღრმაჲ ფრიად Read more
სამრეკლო
უბისის მონასტერი
უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, რომელთა შორის უძველესია IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია. მონასტრის დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება: “მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად”. ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია ხუროთმოძღვრის Read more
ზედაზნის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოსთან ახლოს მდებარეობს. სახელწოდება ზედაზენი კერპის – ზადენის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ზედაზნის მთაზე მდგარა. ისტორიული ცნობებით, აქ ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში მდგარა ციხე-სიმაგრე, თუმცა იგი არ შემორჩენილა. ზედაზენზე მონასტერი VI საუკუნეში დაარსა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – იოანე ზედაზნელმა: “და გამოვიდა მიერ და აღვიდა მთასა Read more
ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი
ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. კომპლექსი მოცავს სამ სხვადასხვა პერიოდის ნაგებობას, ესენია: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო და საეპისკოპოსო სასახლე. ანსამბლის მთავარი ნაგებობა გუმბათოვანი ტაძარია. პირვანდელი ეკლესია, რომელიც სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, V საუკუნით თარიღდება, თუმცა იგი მოგვიანებით Read more