ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. Read more →

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და გორაბერეჟოულის ბაღში დგას, რომლის გაშენება მიხეილ ერისთავმა წამოიწყო XIX საუკუნეში. პარკში გვხვდება იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: ფანქრის ხე, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა. რეზიდენცია გალავნით დაცულ საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზს წარმოადგენს. Read more →

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ტაძარი ხვამლის მთის თავზე, სამხრეთი კალთის პირას დგას. კომპლექსი შედგება XI-XIII საუკუნეების ნაეკლესიარის, 1910 წელს აგებული ტაძრის, გალავნისა და სენაკებისგან. ძველი ეკლესიისგან მხოლოდ კონტურებიღაა შემორჩენილი. Read more →

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარეობს. მონასტერი სამი ძეგლისგან შედგება: XIII-XIV საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, XVI საუკუნის ფერისცვალების გუმბათოვანი ტაძარი – “ზარზმა” და XVI საუკუნის სამრეკლო. შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს, ვახტანგ I გურიელმა გუმბათოვანი ეკლესია – „ზარზმა“ ააგო Read more →