ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების კუპელჰალეს ტიპის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ნაშთებს. ძეგლის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვაჩნაძიანის გუმბათოვანი ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. იგი ნათლად ასახავს Read more

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია) VIII საუკუნის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ში მდებარეობს, კახთუბნის ხეობაში. ის გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. Read more

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეშიმცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. Read more

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და გორაბერეჟოულის ბაღში დგას, რომლის გაშენება მიხეილ ერისთავმა წამოიწყო XIX საუკუნეში. პარკში გვხვდება იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: ფანქრის ხე, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა. რეზიდენცია გალავნით დაცულ საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზს წარმოადგენს. Read more