გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია

გურიის ერისთავების რეზიდენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს. იგი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და გორაბერეჟოულის ბაღში დგას, რომლის გაშენება მიხეილ ერისთავმა წამოიწყო XIX საუკუნეში. პარკში გვხვდება იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: ფანქრის ხე, ტკბილი ჰოვენია, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკგო და სხვა. რეზიდენცია გალავნით დაცულ საბრძოლო დანიშნულების ციხე-დარბაზს წარმოადგენს. Read more →

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარეობს. მონასტერი სამი ძეგლისგან შედგება: XIII-XIV საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, XVI საუკუნის ფერისცვალების გუმბათოვანი ტაძარი – “ზარზმა” და XVI საუკუნის სამრეკლო. შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს, ვახტანგ I გურიელმა გუმბათოვანი ეკლესია – „ზარზმა“ ააგო Read more →

გარეჯის უდაბნოს მონასტერი

დავით გარეჯის კომპლექსი

დავით გარეჯი

დავით გარეჯის კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – დავით გარეჯელმა დაარსა VI საუკუნის I ნახევარში. მამა დავითი თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან, ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ერთ პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი. Read more →

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე

სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. Read more →