
იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მდებარეობს. იგი VI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობათა ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშია. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – ერელაანთ საყდარი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. იდლეთის ნათლისმცემელს, მსგავსად აღნიშნული ძეგლებისა, დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ძეგლის უმთავრეს თავისებურებას ოთხწახნაგა გუმბათის Read more






