გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი

გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი

გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი

გარეჯის ბერთა სერის (ბერების სერი) კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კომპლექსი IX-XI საუკუნეებით თარიღდება. ბერთა სერის შესახებ Read more

დავითის ლავრა

ტესტი: დავით გარეჯის მონასტრები

დავითის ლავრა

ტესტი: დავით გარეჯის მონასტრები

დავით გარეჯის მონასტერი დაარსდა VI ს-ში, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ. იგი ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ მრავალ სამონასტრო კომპლექსს მოიცავს: დავითის ლავრა, უდაბნო, ვერანგარეჯა, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, ბერთუბანი, თეთრი სენაკები, შავი სენაკები, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, საბერეები, ბერთა სერი, ქოლაგირი, ნათლისმცემელი, წამებული, მრავალწყარო, პირუკუღმარი, სატორგე და სხვა. ბერთუბანი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, უდაბნო და ჩიჩხიტური სადავოა და მათი მონახულება დღესდღეობით შეუძლებელია. დავით გარეჯის მონასტრებში დაცულია არქიტექტურული თავისებურებებით გამორჩეული კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და უნიკალური კედლის მხატვრობა.

დავითის ლავრა

დავითის ლავრა

დავითის ლავრა

დავითის ლავრა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დავით გარეჯის მონასტრის პირველი კომპლექსია. დავით გარეჯის მრავალრიცხოვან მონასტრებს შორის დღესდღეობით მხოლოდ სამია მოქმედი – დავითის ლავრა, დოდოს რქა და ნათლისმცემელი. VI საუკუნეში გარეჯის უდაბნოში, თავის მოწაფესთან – ლუკიანესთან ერთად, მოვიდა ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი დავით გარეჯელი. დავითი და ლუკიანე პატარა Read more

გარეჯის უდაბნოს მონასტერი

გარეჯის უდაბნოს მონასტერი

გარეჯის უდაბნოს მონასტერი

გარეჯის უდაბნოს მონასტერი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. იგი დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთი კომპლექსია. უდაბნოს მონასტრის ტერიტორია ამჟამად სადავოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გარეჯის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოვლას და სათანადო ყურადღებას. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს Read more